empty

ოქმი N3


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი

საპარლამენტო საბჭოს სხდომის

ოქმი № 3

2 მაისი, 2017 წელი
(სასტუმრო „რუმსი“ თბილისი)

სხდომას უძღვებოდა:
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე- ირინე ფრუიძე
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ეკა ბესელია - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
საქართველოს პარლამენტის აპარატის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები

სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, შეხვედრა გახსნა ირინა ფრუიძემ, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების დეტალური აღწერა ინდიკატორებით, აქტივობებით და ვადებით.

სამოქმედო გეგმის 1.4, 1.8, 4.3, 4.4 და 5.3, ვალდებულებების შესრულების მიზნით იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
1. კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება და მიღება; კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა;
2. განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი გაუმჯობესება;
3. ეთიკის კოდექსის შემუსავება;
4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და მიღება;
5. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაცია.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებული სამოქმედო გეგმა გაიგზავნება ბიუროზე დასამტკიცებლად.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.
სხდომის ოქმს თან ერთვის:

დღის წესრიგი (4 ფურცელი)

ირინა ფრუიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

მიმაგრებული დოკუმენტები