empty

ოქმი N4


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 

სხდომის ოქმი № 4

2 აგვისტო, 2017 წელი
(სასტუმრო „თბილისი რუმსი“ )


სხდომას უძღვებოდა:
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე- ირინე ფრუიძე
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ეკა ბესელია - ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი ტუღუში - ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“
საქართველოს პარლამენტის აპარატის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები

სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, შეხვედრა გახსნა ირინა ფრუიძემ და ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროგრესის და ღია მმართველობის გეგმის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ.

ასევე აღინიშნა 4.6 ვალდებულების განხორციელების მიზნით საბჭოს დებულებაში ცვლილების და შესაბამისი მუხლის დამატების საჭიროება.

საბჭოს თანხმობით საკონსულტაციო ჯგუფს დაემატა სახალხო დამცველი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა გააკეთა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია. შეთანხმებისამებრ, დოკუმენტში საჭიროა შევიდეს გარკვეული ცვლილებები და მოხდეს მათი ფორმულირება.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მოთხოვნის შესაბამისად, დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარების მიზნით, საჭიროა საპარლამენტო ღიაობის ვალდებულებების ვადები და ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის ვადები იყოს შესაბამისობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განხილულ იქნა და განისაზღვრა ახალი ვადები საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.

სხდომის ოქმს თან ერთვის:

დღის წესრიგი (2 ფურცელი)
ღია პარლამენტის 2017-2018 წლის სამოქმედო კალენდარი

ირინა ფრუიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე