ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

23 ივლისი 2020

21-22 ივლისს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მონაწილეებმა განიხილეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭომ, დაფუძნებიდან პირველად, არსებული გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მიღებული ინიციატივები გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი გახადა ფართო საზოგადოებისათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება ღიაობის პრინციპს და ხელს უწყობს საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის გაფართოების მნიშვნლობას და მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჩართვას.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროგრამა 2015 წლიდან მხარს უჭერს პარლამენტის ღიაობას და ამ მიმართულებით მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს მიღწეული შედეგები.

ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივების თაობაზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწასა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას.

საბჭოს წევრები და ინიციატივების ავტორები შეჯერდნენ ინიციატივების ორმხრივად მისაღებ ფორმულირებებზე, რაც პარლამენტის სტრუქტურული და ფუნქციური თავისებურებების გათვალისწინებით, ერთი მხრივ, უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ, კი არსებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების წინაპირობა გახდება.

სამუშაო შეხვედრა შეაჯამა კახაბერ კუჭავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შეხვედრის მხარდაჭერისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს