empty

10 ივნისი


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა (07-2/360; 03.06.2019);
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/335; 01.05.2019);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ქანთარია;

3. საქართველოს პარლამენტის წევრის ადა მარშანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/309; 20.03.2019);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ადა მარშანია;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/355; 29.05.2019);
მომხსენებლები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი, ლევან კაკავა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი - ბექა დოჭვირი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სსამართლის იურიდიული პირის - მომსახურების სააგენტოს დირექტორი - მარიანა მორგოშია;

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (1-10641/19; 29.05.2019);
მომხსენებელი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური;

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული ანგარიშების მოსმენა.