111-ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ახალი სერვისი დაემატა

14 ივლისი 2020
111-ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ახალი სერვისი დაემატა

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო კონსულტაციის სერვისი, ცხელი ხაზი ამოქმედდა. 

ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. შესაძლებელია ეს იყოს, როგორც ერთჯერადი, ასევე ხანგძლივი მკურნალობა. 

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

სტუმრები 111-ის ოპერატორებს შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111, ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან და გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან. 

ცხელი ხაზი - 111 „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე 111-ში, 600-ზე მეტი მიზნობრივი ზარი შევიდა. ცხელი ხაზის ოპერატორებმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს და დახმარება გაუწიეს 450 ბენეფიციარს, ამ ეტაპზე 163 შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის მუშავდება.

ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

გალერეა

  • 111-ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ახალი სერვისი დაემატა, 2020 წლის 14 ივლისი