აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება

17 აპრილი 2014
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება

ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ცვლილებები მოქმედ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შედის. კანონპროექტი დღეს დეპუტატებმა მესამე მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი და ფუნქციები განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.

გალერეა

  • adamianis_(2).JPG