ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

23 სექტემბერი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „მინიმალური ხელფასის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, მსოფლიო შრომის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის 92 %-ში მინიმალური ხელფასი კანონითაა დადგენილი.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა გვქონდეს კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი ადამიანების შრომის ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად და რეალური საარსებო მინიმუმის შესაბამისი ანაზღაურების მისაღებად", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ღევანდელი მდგომარეობით, სამართლიანად დათვლის შემთხვევაში, საარსებო მინიმუმი 384 ლარია.

„ზოგი ადამიანი საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს, გამოდის, რომ შრომა უმუშევრობაზე უფრო იაფია“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

ბექა ნაცვლიშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დღესვე კომიტეტიმა განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“ პროექტი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ანგარიშის მიზანია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ( 2015-2020 წწ.) საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

„2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში, საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 191 რეკომენდაციას. საქართველომ ასევე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ წარედგინა მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში, რომელიც წარდგენილი იქნა 2019 წლის მარტში“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ანგარიშის პროექტში ცალკე თავი ეთმობა კოვიდ-19 კრიზისის ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ გატარებულ კომპლექსურ ღონისძიებებს, ასევე ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის ოფიციალურად წარდგენის ვადა 2020 წლის ოქტომბერია. კომიტეტმა პოზიტიურად შეაფასა წარმოდგენილი პროექტი.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 23 სექტემბერი

  • ადამიანი-კომადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 23 სექტემბერიიტეტის_სხდომა_(7).jpg