ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

18 მარტი 2014

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად, მათი კრიმინალიზება ხდება. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონპროექტებში: „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განმარტა, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წამოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან საქართველოდან უკანონოდ გატანა. მისივე თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისთვის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია.