ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

28 სექტემბერი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს და მოწმეს შეეძლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

დღეის მდგომარეობით, ამ უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი, ასევე, მოწმე.

„ცვლილების შედეგად, ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე ფართოვდება და მოიცავს ყველა არასრულწლოვანს განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა“, -განაცხადა ბექა დოჭვირმა.   

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 28 სექტემბერი