ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

28 ნოემბერი 2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თანმდევი პროექტები.

კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ  წარადგინა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე შეიქმნა ახალი სსიპები და მანდატებიც გადანაწილდა სხვადასხვა სსიპებს შორის.

„სოციალური მომსახურების სააგენტო“, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპი, დღემდე ახორციელებდა მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციას, რომელიც გადაეცემა ტრეფიკინგის ფონდს, ასევე სამინისტროს სსიპს.

შესაბამისად, საჭიროა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სადაც მეურვეობა მზრუნველობის  ორგანოდ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოა მოხსენიებული, ის უნდა ჩანაცვლდეს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოთი“.

თამილა ბარკალაიამ ასევე ისაუბრა გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: „დღეს, სამინისტროს გაცემული აქვს გრანტები მიგრანტთა ინტეგრაციისა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე, აღნიშნული მანდატი გადადის ახლად შექმნილ სსიპში „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ინიციატივის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა:

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ცვლილებას, ნამდვილად დიდი ხანი იყო იმაზე საუბარი, რომ ერთიანი მზრუნველობის ორგანო შექმნილიყო, რაც გააადვილებდა თქვენი უწყების შიგნით კოორდინაციას და შედეგი საბოლოოდ აისახებოდა ბავშვთა კეთილდღეობაზე, რაც ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამაშიც და შემდგომ რეფორმებზეც გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა მან.

კანონის პროექტმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა სრული მხარდაჭერა მოიპოვა.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 28 ნოემბერი