ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ახალგაზრდა იურისტებს უმასპინძლა

11 ოქტომბერი 2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ახალგაზრდა იურისტებს უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდა იურისტებს უმასპინძლა, რომლებმაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს.

პრეზენტაციის მიზანი იყო მომხსენებლებს აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოკვლევის შედეგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა აბსენტეიზმის პრობლემა, დაკითხვის ფსიქოლოგია, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. კრიპტოვალუტა და ა.შ.

„უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთი მეცნიერული კვლევები წარმოედგინათ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ის მიგნებები და შედეგები, რაც აქვთ ჩვენს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სამეცნიერო კუთხით, გახმოვანდეს პარლამენტში და ამ ყველაფერმა ხელი შეგვიწყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ახალგაზრდა იურისტებს უმასპინძლა, 2018 წლის 11 ოქტომბერი