ანრი ოხანაშვილი: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად“

16 სექტემბერი 2019
ანრი ოხანაშვილი: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები და პროცედურები იხვეწება, ამასთან, ნათლად განისაზღვრება გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები. ცვლილებები, რომელიც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონსა და საკანონმდებლო პაკეტში შედის, საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. 

როგორც მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აღნიშნული სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები სწორედ გამოძიების ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას ემსახურება. მეორე ძირითადი ამოცანა გახლავთ სოციალური გარანტიების შექმნა იმ ორგანოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებს ახორციელებენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი თანამდებობის - ოპერატიული მუშაკის შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტიანად წარმოებას. ოპერატიული მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებელთა დახმარება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვას, რაც ერთი მხრივ, დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემის, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზანს ემსახურება.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით.

თითოეულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად“, 2019 წლის 16 სექტემბერი