დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო

27 ივლისი 2020
დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო

ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი და კოორდინატორი იმუშავებს. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშვთან დაკავშირებული ყველა სერვისით, ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლონ. 

კომიტეტის ძალისხმევით და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით საჯარო უწყებებში კადრების მომზადების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა : 

  • 200 სოცმუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. 
  • 64 კოდექსის კოორდინატორი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.
  • 150 სოცმუშაკი თბილისისთვის, 
  • 200 კოდექსის კოორდინატორი და იურისტი. 
  • ტრენინგები ჩაუტარდა აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალს (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და პროკურატურის თანამშრომლებს). 
  • გადამზადდა ტრენერები ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის.

საჯარო მოსამსახურეების გადამზადება მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

კოდექსი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გადამზადებული კადრებით შეხვდება.

გალერეა

  • დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო, 2020 წლის 27 ივლისი