საპარლამენტო კომიტეტებში პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“- ის განხილვა გრძელდება

05 სექტემბერი 2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ განიხილეს.

კომიტეტების წევრებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა იმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გეგმავს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით პარლამენტში წარდგენილი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების არაერთი საკანონმდებლო პაკეტი. მისივე თქმით, რეფორმების ერთი ნაწილი მიმართული იქნება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისაკენ საქართველოში, ხოლო მეორე მიმართულება - ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის მიზნის შესრულებისაკენ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება გადახდისუუნარობის სისტემის ძირეული რეფორმის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, ასევე შეიქმნება ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემა, გაგრძელდება მიწის რეგისტრაციის რეფორმა, დაიწყება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები, გაერთიანდება უცხოური ინვესტიციების შესახებ არსებული ორი კანონი, წარმოდგენილი იქნება აღსრულების კოდექსი, გადასინჯული იქნება პატიმრობის კოდექსი და სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსიც.
მისივე თქმით, მომავლი წლიდან დაიწყება მუშაობა მედიაციის შესახებ კანონის იმპლემენტაციის მიზნით. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი შეუერთდება პრობაციის სააგენტოს.

„ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ ახალი გაერთიანებული სსიპ-ის ბაზაზე დაფუძნდება რეფერირების ცენტრი და ჩვენ, სახელმწიფო, საბოლოოდ შევძლებთ პასუხი გავცეთ იმ დანაშაულს, რომელსაც სჩადიან 14 წლამდე ასაკის პირები. 14 წლამდე პირებისთვის არ არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და არც უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, მაგრამ უნდა არსებობდეს პასუხი - 14 წლამდე ასაკის პირებს არ უნდა ეგონოთ, რომ დანაშაული ასაკის გამო არის დაუსჯელი. ეს პასუხი იქნება სოციალური, საგანმანათლებლო და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მედიაციის საკითხზე საუბრისას, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ 46 სახელმწიფოს შორის არის, ვინც რამდენიმე კვირის წინ ხელი მოაწერა ხელმოსაწერად გახსნილ გაეროს კონვენციას მედიაციის შესახებ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა საარჩევნო სიის მონაცემების დასახვეწად იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო დახვეწილი.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან.

თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა ინფრასტრუქტურული მშენებლობების შესახებ, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.

„ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. მისივე თქმით, რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა.

„სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამიჯნულია. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ასევე, დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, ასევე, საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე და მიმართულებით მომზადებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტზე და სამოქმედო გეგმაზე, ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობაზე, საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება კვლავ იქნება ადამიანის უფლებების დაცვა.

„აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცავთა მიმართ. შემცირდა ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობების რაოდენობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება, ასევე საზღვრის მართვის რისკების მართვის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში, ასევე ისაუბრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების წინაშე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია ჩემი დაბრუნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ჩემთვის უაღრესად საპატიო და საამაყო შემოთავაზებაა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს დამაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე და პირველ რიგში კი, ჩვენი საამაყო ჯარისკაცების წინაშე. ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში, მე ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის, ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე ის ან იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, თქვენ ალბათ გესმით, რომ მე ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ახლა, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში ბოლომდე დავიხარჯო, ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს ღირსეულ და საამაყო ჯარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ საფრთხეებთან გამკლავების და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავადაცვის სისტემების ჩამოყალიბება.

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვით შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოდგენს თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება უნდა იყო.

„ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენს სამინისტროში შემუშავებულია თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე თავდაცვის სისტემის და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვის და შეკავების პოლიტიკასთან და გულისხმობს ისეთი შესაძლებლობების მქონე თავდაცვის სისტემების არსებობას, რომლის ფარგლებშიც მდგარდი და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე თავდაცვის ძალები შეძლებენ ქვეყნის თავდაცვის ამოცანის ეფექტიანად შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში, გააგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას.

„ტოტალური თავდაცვის მიზანს წარმოადგენს მშვიდობიანობის პერიოდში იმ მექანიზმების შექმნა, რომელთა დახმარებითაც, აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის მობილიზება თავდაცვის მიზნებისთვის სწრაფად და ეფექტიანად მოხდება. ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნით უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობების და მოვალეობების გადანაწილება თავდაცვის ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და მოსახლეობას შორის“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, განხორცილდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით, ალიანსისგან მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით მიიღწევა ნატოსთან თანათავსებადობის მაღალი ხარისხი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამხედრო-სამეცნიერო კვლევების, სამხედრო მრეწველობის განვითარების და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.
მისვე თქმით, გაგრძელდება, როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, ვეტერანების, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში რეინტეგრაცია და რესოციალიზაცია, ასევე მაღალი ტემპით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინათმშენებლობის თანადაფინანსება.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაორგანიზდება იმ ფორმით მოხდება, როგორც ეს აპრობირებულია ცივილიზებულ სამყაროში.

„ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად დაუშვებელია. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს.

ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორც ეს აპრობირებულია ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის კიდევ სხვა გამოცდილებები, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და აქტიურად მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი „ჯარისკაცების ყოფა“ იქნება.

„მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ: წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე. ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე: იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა. ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მე მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებ, რომ ჩვენ ბაზებზე იყოს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევიტანთ მეტ სპორტს, მეტ ტრენინგს, მეტ სწავლებას ჯარში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სამხედრო მრეწველობის განვითარება.

„ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი - სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე საუბრისას, რეზერვის სიტემაზეც გაამახვილა ყურადღება.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ქეთევან ციხელაშვილსაც მოუსმინეს.

„ჩვენ 11 წელია ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, რეგულარულად გვიწევს იმ ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება, ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა იგივე სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად 2 დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი ეხება ადამიანის სიცოცხლეს.

უმძიმესი შემთხვევები, ჩვენი 4 ახალგაზრდის, ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიასი, არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისა და ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის, რაც გვავალდებულებს, რომ ვიყოთ ძალიან გონიერები და პრინციპულები ამ საკითხების დაძლევისას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მოწყვლადია გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობა, სადაც მათი ეთნიკური კუთვნილება დისკრიმინაციის საფუძველია.

„სწორედ ამიტომ ეს მოსახლეობა, მათი უფლებების დაცვა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი. არ გვავიწყდება, ასევე, კოდორის მოსახლეობა, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდულია, თუნდაც იგივე გადაადგილების შესაძლებლობით“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება არის რთული: სოციალურ - ეკონომიკური თვალსაზრისით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების თვალსაზრით.

„განსაკუთრებით მძიმეა ახალგაზრდების მდგომარეობა. ძალიან თვალსაჩინოა და წლიდან წლამდე იზრდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაზე წნეხი და შესაბამისად, შიგნით უკმაყოფილება და იმედგაცრუებაც იზრდება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 11 წლის თავზე, სრულიად აშკარა, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ამ რეგიონების სრული იზოლაციის ათვლის წერტილად იქცა.

„მე არაერთხელ მითქვამს და დღეს კიდევ უფრო დარწმუნებით გავიმეორებ: არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესებში არ შედი. ეს ცალსახად მუშაობს თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ და ესეც უნდა გახდეს მოტივი, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი შემხვედრი ნაბიჯი დიალოგისკენ, საერთო ინტერესებისკენ, თანამშრომლობისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი სვლა მომავალში. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება არ და ვერ მოემსახურება რუსების ინტერესებს გრძელვადიანად. თუმცა ახლა ეს პოლიტიკა მის სამხედრო და პოლიტიკურ და ამოცანებს ემსახურება მოკლე თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში და გამყარებულია სამხედრო ბაზებით, ათიათასი სამხედრო მოსამსახურით ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიებზე და 100 კილომეტრიანი მავთულხლართებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში ახერხებენ წვდომას ან აქვთ ასეთი სურვილი.

როგორც სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დღეს, ქართულ - აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტების, სხვადასხვა დონეზე დიალოგის არხები, საერთო პროექტების რიცხვი და სპექტრი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში კრებითად.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. აქ ბევრი ფაქტორია, მაგრამ ცალსახად, ეს არის შედეგი ჩვენი თანმიმდევრული და ძალიან მწყობრი სამშვიდობო პოლიტიკის ჩართულობის და შერიგების ნაწილში. მით უფრო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზე გადმოვიბარეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ გამოწვევებზე არის მკაფიო პასუხები და ეს არის: მშვიდობის დაცვა, მდგრადი და სტაბილური განვითარება, ადამიანების დახმარება და პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა სამშვიდობო პოლიტიკაში.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას არა მარტო უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, არამედ „ჰქონდა და აქვს უპრეცედენტო ინტერესი და გამოხმაურება სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან“.

მინისტრობის კანდიდატმა, თავის გამოსვლაში, დეპუტატებს 10 ძირითადი პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას განსაზღვრავს.

მოხსენებების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
„ყველაზე შეკითხვაზე იქნა გაცემული პასუხი და ფაქტია, რომ დღევანდელი განხილვა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და შინაარსობრივი. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ და მოვისმინეთ კონკრეტული ხედვები, კონკრეტული გეგმები, რაც დამაიმედებელია იმისთვის, რომ ეს სამინისტროები გააგრძელებენ სწორი მიმართულებით სვლას“, - განაცხადა კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მინისტრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

„მინდა მივესალმო აქ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას. რეფორმები გრძელდება უკეთესი ქვეყნისთვის, და უკეთესი მომავლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას საერთო ინტერესი გვამოძრავებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, ოთხივე კანდიდატის შემთხვევაში გამოჩნდა იმ კურსის გაგრძელება, რასაც ჰქვია სისტემური მიდგომა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ყველა კანდიდატის შემთხვევაში ხაზი არის უცვლელი - ადამიანის უფლებები და ადამიანი არის პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ქალბატონი თეა გვამცნობს, რომ სტრასბურგში კიდევ უფრო ნაკლები სარჩელი შევიდა საქართველოდა. ეს იქნება იმის კიდევ ერთი ინდიკატორი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, დღევანდელი განხილვა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

„ყველა მინისტრობის კანდიდატის გამოსვლაში ნახსენები იყო, რომ შესაბამის სფეროებში წინ გველის რეფორმების განხორციელება და სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც იგეგმები. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვარ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი საქმიანობა გავწიოთ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო კომიტეტმა ნდობა გამოუცხადეს მინისტრობის კანდიდატებს.

გალერეა

  • საპარლამენტო კომიტეტებში პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“- ის განხილვა გრძელდება,