პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ

08 ივლისი 2019
პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ.

სტუმრებმა ბოლნისში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

სამრევლო სახლში შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ იმსჯელა და მრევლის უხუცესი წევრები გაიცნო, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით დეპუტატებმა და გერმანიის ელჩმა ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.

სტუმრებმა დღესვე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალგახსნილი მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც არაერთი საინტერესო და უნიკალური ექსპონატი განთავსდება.

ბოლნისში სტუმრებს მეგზურობა მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გაუწია.

გალერეა

  • პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ, 2019 წლის 8 ივლისი