პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი 2019
პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფი ფართო ჩართულობითაა წარმოდგენილი. „ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. მოგეხსენებათ, რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლების დარეგულირებას საჭიროებს. შესაბამისად, კომიტეტში გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე თავად ისაუბრონ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი არის საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, მეორე მხრივ, საზოგადოების საჯარო ინტერესს.

გალერეა

  • პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 21 იანვარი