საქართველო მზად არის მოახდინოს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას

16 სექტემბერი 2019
საქართველო მზად არის მოახდინოს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ ერთ-ერთმა ინიციატორმა, ვანო ზარდიაშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველომ 2009 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა კონვენციას და ფაკულტატურ ოქმს, ხოლო 2014 წლის 13 მარტიდან მხოლოდ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო გახდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველომ არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე აიღო ვალდებულება, მოეხდინა ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ვანო ზარდიაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი მოხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) რეკომენდაციებში, რომელიც საქართველომ გაიზიარა.

ასევე, რატიფიცირების ვალდებულება აიღო მთავრობამ - საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018- 2020 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიხედვით და მისი რატიფიცირება, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი, შევიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაში.

შესაბამისად, საქართველო მზად არის შეასრულოს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას და კონვენციით მოცემული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

საქართველოში ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა გააცნო.

მისი განცხადებით, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონპროექტი მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს შექმნის დერივატივების, ურთიერთგაქვითვის შეთანხმებისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების თავალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში, ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა. გარდა ამისა, იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება რეზერვების მართვის პროცესში, ვინაიდან მისივე თქმით, გაადვილდება ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • საქართველო მზად არის მოახდინოს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, 2019 წლის 16 სექტემბერი