სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება

31 აგვისტო 2020
სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება

კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მნიშვნელობაზე და გაწეული საქმიანობა შეაფასეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, მესამე სექტორის და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც კოდექსის განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა.

კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში:

  • მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.
  • შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა.
  • ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები. 
  • თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200 -მდე სოციალურ მუშაკი და კოდექსის 64 კოორდინატორი. 
  • გადამზადდა მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები. 
  • გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე. 
  • კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და UNICEF – ის ფინანსური მხარდაჭერით, კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111.
  • საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. 

„სამი წლის წინ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ რეფორმას, რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს, თითოეული ბავშვის დაცვისა და განვითარების, ასევე, საზოგადოების, ჩვენი დემოკრატიის გაჯანსაღების საქმეში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ უდიდესი სამუშაო, მოვამზადეთ სპეციალისტები, შევქმენით კოორდინაციის სისტემა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ორგანოებს შორის, მოვამზადეთ მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმის იმპლემენტაციას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ორივე რეფორმის განხორციელება მოგვემზადებინა, როგორც სამართლებრივი, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ დიდ რეფორმას ვეჭიდებით და თითოეული თქვენგანის შრომას, პასუხისმგებლობას და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ვულოცავ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და იმედი გვაქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსი საგრძნობლად გააუმჯობესებს ბავშვების ცხოვრებას საქართველოში,“ - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„მივესალმებით ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევას და განსაკუთრებით ვაფასებთ კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, წამყვან როლს კოდექსის შემუშავების და მიღების პროცესში. კოდექსის განხორციელება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს და გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენი დახმარება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, აღსრულების სხვადასხვა მექანიზმის შექმნას, პროფესიონალთა სპეციალიზაციას და კონკრეტული ინსტრუმენტებისა და სახელმძღვანელო რეგულაციების შემუშავებას ბავშვებთან მუშაობის შესახებ“, - დაამატა ბატონმა ხალილმა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დონორები - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირი(EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ( FES).

გალერეა

  • სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება, 2020 წლის 31 აგვისტო