სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ

22 თებერვალი 2018
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ

სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, შეთანხმდნენ ავსტრია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე. 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ. განსაკუთრებით ხაზგასმულ იქნა საკონსტიტუციო რეფორმა ადამიანის უფლებების ჭრილში და ამ რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში. ასევე, საუბარი შეეხო მართლმსაჯულების მნიშვნელოვან რეფორმასა და მის შედეგებს, ისევე როგორც იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მიღწეულია საქართველოში პენიტენციური სისტემის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრაქტიკას და ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ფართომასშტაბიან რეფორმას, ბავშვთა კოდექსს და სხვა. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია კომიტეტების დონეზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიმართულებით.

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

გალერეა

  • სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ, 2018 წლის 22 თებერვალი