სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, გაბრიელე ჰაინიშ-ჰოზეკსა და ჰარალდ ტროხს შეხვდნენ

21 თებერვალი 2018
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, გაბრიელე ჰაინიშ-ჰოზეკსა და ჰარალდ ტროხს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს, გაბრიელე ჰაინრიხ-ჰოზეკსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპიკერს ადამიანის უფლებათა საკითხში ჰარალდ ტროხს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და ავსტრიულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აერთიანებთ. შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზგასმულ იქნა საკონსტიტუციო რეფორმა და ამ რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემას საქართველოში. პარლამენტის წევრები ასევე შეეხნენ მართლმსაჯულების რეფორმასა და ის მნიშვნელოვან შედეგები, რომლის შესახებ აღნიშნულია სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევაში. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ავსტრიულ მხარეს გააცნეს თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალთა მიმართ ძალადობის მინიმიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ავსტრიული მხარისგან განსაკუთრებით დადებითად აღინიშნა საქართველოს მიერ ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი და თანამდევი კანონმდებლობის შემუშავება.

ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და აქტივობები ქალთა როლის გაძლიერების საკითხში, ისევე როგორც, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით შემუშავებული კვოტირების მექანიზმთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება.
ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

გალერეა

  • სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, გაბრიელე ჰაინიშ-ჰოზეკსა და ჰარალდ ტროხს შეხვდნენ, 2018 წლის 21 თებერვალი