სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ

22 თებერვალი 2018
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი, ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ

შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების პროცესში მეცნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით კი საუბარი შეეხო სამეცნიერო კვლევებს ადამიანის უფლებების კუთხით და მისი გამოყენების შესაძლებლობას პრაქტიკაში. საქართველოს პარლამენტის წევრები ამ კუთხით ავსტრიული გამოცდილებით დაინტერესდნენ. მხარეებმა ლუდვიგ ბოლცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის სამეცნიერო კუთხით მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.