სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

13 მარტი 2019
სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს. 

სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ქართველმა დეპუტატებმა გერმანულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. შეატყობინეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი და ისაუბრეს იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე. 

შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის ათვისების განსაკუთრებულ უპირატესობებზე, ქართული პროდუქციის გერმანულ ბაზარზე პოპულარიზებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების დამყარებაზე.

შეხვედრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებშ შედგა, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.