სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

17 სექტემბერი 2019
სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე განიხილეს საქართველოს მიერ წარდგენილი ორი ანგარიში, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობის, ბავშთა პორნოგრაფიის, პროსტიტუციის და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის საკითხებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სესიაზე ისაუბრა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ და სოციალური მუშაკის რეფორმაზე, რომლებიც ფუნდამენტურ სიახლეებს ითვალისწინებს სექსუალური ექსპლუატაციის, პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის კუთხით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ბავშის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას გაეროს წევრ ქვეყნებში.