სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა

06 ივლისი 2020
სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა

სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

სოფო კილაძე რან გიდორს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კომიტეტის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო რეფორმის და საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და კომიტეტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.