სოფო კილაძე - რუსეთის წარმომადგენლებს: საქართველოს 1500 მოქალაქე ელოდება თქვენი ვალდებულებების შესრულებას

05 ივნისი 2020
სოფო კილაძე - რუსეთის წარმომადგენლებს: საქართველოს 1500 მოქალაქე ელოდება თქვენი ვალდებულებების შესრულებას

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ინიციატივას და რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. 

ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს 10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია დღემდე აჭიანურებს კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

ევრო საბჭოს ონლაინ სდომაზე, სოფო კილაძემ რუსეთის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა, რომელსაც 1500 დაზარალებული მოქალაქე ელოდება.

გალერეა

  • სოფო კილაძე - რუსეთის წარმომადგენლებს: საქართველოს 1500 მოქალაქე ელოდება თქვენი ვალდებულებების შესრულებას, 2020 წლის 5 ივნისი
  • სოფო კილაძე - რუსეთის წარმომადგენლებს: საქართველოს 1500 მოქალაქე ელოდება თქვენი ვალდებულებების შესრულებას, 2020 წლის 5 ივნისი