სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

01 ივლისი 2020
სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. 

საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და სოფო კილაძეს მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოებისთვის.

შეთანხმდნენ კონკრეტულ პროექტებზე, კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით საფრანგეთთან ერთად, კომიტეტი კონკრეტულ პროგრამებს შეიმუშავებს.

გალერეა

  • სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი
  • სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი
  • სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი