სოფო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06 მარტი 2018
სოფო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

„განვიხილეთ ძირითადი მიმართულებები ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც ორივე მხარე დაინტერესებულია და ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია თურქეთი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ყოველდღიურად თურქეთში შრომობს და ამით თავიან ოჯახებს ინახავენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ადამიანები სხვადასხვა დარღვევებისგან. ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი თემა. ასევე, ბევრი თურქი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და მათი უფლებების დაცვა თურქული მხარისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არცერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

გალერეა

  • სოფო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • სოფო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი