სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა

17 მარტი 2020
სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა

მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო.

მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენს განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

სოფო კილაძის განცხადებით: „სამწუხაროა რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან, არა ერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავად, მაინც არ აუმჯობესებს სამუშო პირობებს, დღეს შევთანხმდი რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო, რათა მათი უფლებები აღარ დაირღვეს.“

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

გალერეა

  • სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა, 2020 წლის 17 მარტი
  • სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა, 2020 წლის 17 მარტი