სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა

08 აპრილი 2020
სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა. 
სოფო კილაძე, ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით; „როგორც საკუთარი თვალით ვნახე პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მათი უფლებები დაცულია ყველა მიმართულებით. მინდა დავამშვიდო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ძალიან კარგად ზრუნავს მათზე. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც კარანტინის პირობებში საკუთარ ოჯახებს მოწყდნენ და ზრუნავენ პატიმრებზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას".

ამ ეტაპზე გლდანში მდებარე #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას 115 პირი გადის.

გალერეა

  • სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა, 2020 წლის 8 აპრილი
  • სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა, 2020 წლის 8 აპრილი