სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა

04 დეკემბერი 2018
სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

სოფო კილაძე დამსწრე აუდიტორიას სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე და ადამიანის უფლებებზე ესაუბრა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის ტრადიციულად, ყოველ წელს მონაწილეობს საუნივერსიტეტო კვირეულში. 

„საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, წელს, სალექციო თემად სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ამ კონტექსტში ადამიანის უფლებები ავირჩიე. სამწუხაროდ, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დღემდე ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება. მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, პარლამენტმა რამდენიმე მსხვილ სოციალურ პროექტს საკანონმდებლო დონეზე ჩაუყარა საფუძველი. ვიმედოვნებ, აღნიშნული პროექტებით მიღებულ სიკეთეებს ადამიანები სულ მალე გამოცდიან საკუთარ თავზე.” - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ღონისძიებას ადამიანის უფლებათა ყოველწლიური საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

გალერეა

  • სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა, 2018 წლის 4 დეკემბერი