სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

22 მაისი 2020
სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

წელს პირველად პანდემიის გამო, ტრადიციული სტოკჰოლმის დისკუსია ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

დისტანციურ ფორუმზე, გაეროს წევრი ქვეყნების წამომადგენლებმა ისაუბრეს პარლამენტების როლზე უსაფრთხოების მმართველობის კუთხით და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სირთულეები განიხილეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით.

სოფო კილაძემ მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს პარლამენტის და უშუალოდ კომიტეტის საქმიანობა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გალერეა

  • სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 2020 წლის 22 მაისი
  • სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 2020 წლის 22 მაისი