empty

10 ივნისი


აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)

დღის წესრიგი

კომიტეტი წამყვანია:

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/355; 29.05.2019) საქართველოს კანონის პროექტი (გამარტივებული წესით განხილვა);
მომხსენებელი: ოთარ დანელია - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ და გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები (07-3/294; 27.02.2019) II მოსმენა;
მომხსენებელი: ოთარ დანელია - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა:

3. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა“ (07-2/352; 24.05.2019) და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების განხილვა (1-10003/19; 20.05.2019);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

4. ინფორმაცია - ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/356; 31.05.2019);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.