empty

5 დეკემბერი (გაერთიანებული სხდომა)


 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 
 და  აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

 ქ. თბილისი, პარლამენტის
ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზი
12:00 საათი

დღის წესრიგი:

1. ქათმის ხორც-პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების მომართვა არათანაბარი კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ
მომხსენებელი:
შპს "ქართული ბროილერის“ დირექტორი ლევან წიკლაური
თანამომხსენებელი: შპს "ჩირინას“ დირექტორი რევაზ ვაშაკიძე
განმარტება: სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ კალანდაძე
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია, ე. შანიძე

2. შპს "კედარის“ მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციისას გამოვლენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი პათოგენური მიკროორგანიზმის არსებობის შესახებ
მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
განმარტება: სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ კალანდაძე
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია, ე. შანიძე

 აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები

დღის წესრიგი (პროექტი)

1. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ და "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ – III მოსმენა.
(მომხსენებელი: ზ. ტყემალაძე - ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრი).

2. ინფორმაცია - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ;
ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
გ) მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთისაიმედოობის შესახებ.
(მომხსენებელი: თენგიზ კალანდაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე).

3. ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
(მომხსენებელი: ლალი მაძღარაშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი).