აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა “ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირეს

16 აპრილი 2018
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა “ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირეს

აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ განიხილეს. საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნესსტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით:

  • კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება
  • განათლება
  • ინფრასტრუქტურა
  • სოფლის მეურნეობა
  • კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა
  • გარემო

ცვლილება ნომერი სამს წლეულს, 22 მარტს მოეწერა ხელი და ითვალისწინებს არსებული საგრანტო თანხის გაზრდას 33 614 040 აშშ დოლარით, ანუ 28 079 635 აშშ დოლარიდან 61 693 675 აშშ დოლარამდე. იგი იძლევა ასევე ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობასაც 22 285 060 აშშ დოლარით, ანუ 93 739 735 აშშ დოლარამდე.

არსებული საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად იცვლება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მიმართულებებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც. მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 3 მლნ 200 ათასი აშშ დოლარით და საბოლოო თანხამ 6 მლნ 460 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გარემოს მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 2,4 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და შეადგინა 6 მლნ 750 ათასი აშშ დოლარი.

ორივე კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა “ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირეს, 2018 წლის 16 აპრილი