აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

10 ივნისი 2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, კანონპროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი II მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს. 

საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა და შეკრებილთ მუხლობრივად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონპროექტების ცალკეულ მუხლებსა და პუნქტებში შეიტანეს: ზოგიერთი მუხლის დაზუსტება მოხდა, ნაწილი კი რედაქციულად გაიმართა.

წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სხდომაზე შენიშვნა და კითხვა არავის ჰქონდა. 
ოთარ დანელიამ ასევე წარადგინა კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს. საქმე ისაა, რომ კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. ოთარ დანელიას განმარტებით, ეს იმის საფუძველს ქმნის, რომ გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, ამავე კანონით დადგენილი სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით.

კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, გააკეთა 2018 წლის მაკროეკონომიკური მიმოხილვა და კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე - შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის შესრულებაზე. მან ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ცალკეული სამინისტროების მიერ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. მისი თქმით, მხარჯავი სტრუქტურების მხრიდან ბიუჯეტის შესრულება, ძირითადში, მაღალია, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულების მაჩვენებელი იყო 96.9%.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს ასევე წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მისი თქმით, ძირითადი პრიორიტეტები არ შეცვლილა და ფაქტობრივად იგივეა, რაც მთავრობის დამტკიცების დროს წარმოდგენილი პროგრამით არის განსაზღვრული. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ განათლების მიმართულებით მეტი დაფინანსება მიიმართება და ამ კუთხით მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტს გეგმავს 5%-იანი ზრდისა პარამეტრით, შემდეგ წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება - 5,5%, ინფლაციის მაჩვენებელი - 3%-ის ფარგლებში, მიზნობრივი ინფლაციის დონეზე. „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს რაც შეეხება, რომლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაც გვაქვს ბოლო ორ წელიწადში, მთავრობა ფიქრობს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება დაახლოებით 5%-იან ნიშნულზე ჩამოსვლა, რაც მნიშვნელოვან სტაბილურობას მისცემს ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

დასასრულ კომიტეტმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარა და ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტებს, ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ კი ცნობად მიიღო.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, 2019 წლის 10 ივნისი