აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

03 დეკემბერი 2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ განიხილა. 

კანონპროექტის მიზანია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნა, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორცილება.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მესამე მოსმენისთვის წარმოდგენამდე კანონპროექტში შევიდა რამდენიმე რედაქციული ხასიათის ცვლილება. დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, 2019 წლის 3 დეკემბერი