გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

17 იანვარი 2018
გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გელა სამხარაული საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებზე ისაუბრეს.

გელა სამხარაულმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბრძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთაშორის ურთიერთობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება თვით კომიტეტებისა და პარლამენტების აპარატების დონეზეც კი.

შეხვედრაზე ყურადღება საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მიგრანტთა პრობლემებსა და ქართული დიასპორის საკითხებზე გამახვილდა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საბერძნეთთან ურთიერთობას, რასაც საფუძვლად უდევს ქართველი და ბერძენი ხალხების ისტორიული კავშირები. მსურს, ამ ურთიერთობებმა კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღოს. ჩვენ ვაძლიერეთ საპარლამენტო მმართველობას და ამ მიმართულებით თქვენი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საბერძნეთი იყო ევროკავშირის წევრი ის პირველი ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი შედგა. თქვენი ქვეყნის პოზიცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან მიმართებით ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, ასევე ყურადღება უნდა დაეთმოს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებსა და რეგიონთა შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. ელჩმა აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პოზიტიური მოვლენები და განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობა მზადაა საქართველოს კონკრეტული პროექტების განხორციელებაში დაეხმაროს.

გალერეა

  • გელა სამხარაული საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 17 იანვარი