ოთარ დანელია ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

07 ნოემბერი 2019
ოთარ დანელია ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ახალგაზრდული პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ოთარ დანელიამ ახალგაზრდებს პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო საქმიანობა და კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ სფეროში დღეს არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. 

ოთარ დანელიას განცხადებით, სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებით და ამ მიმართულებით მათი ჩართულობა. მისი თქმით, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, რათა აგრარულ დარგში ახალგაზრდა სპეციალისტების დეფიციტი აღმოიფხვრას.

შეხვედრაზე სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გამკაცრებაზე და „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ახალგაზრდული პარლამენტის წევრები კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტებით დაინტერესდნენ, მათ შორის როგორიც არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წელს მიიღო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციის საკითხსა და აგრარულ სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.

გალერეა

  • ოთარ დანელია ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 7 ნოემბერი