ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

29 ივლისი 2020
ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის საკითხებზე.

დღეის მდგომარეობით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა.

ოთარ დანელიას განცხადებით, ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, შესაბამისად, ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გალერეა

  • ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა, 2020 წლის 29 ივლისი