empty

12 ოქტომბერი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

2018 წლის 12 ოქტომბერი, 16:30 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

დღის წესრიგი

კენჭსაყრელი საკითხები

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“ (07-3/213; 02.08.2018) კომიტეტი წამყვანია; I მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირმა ინაშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ჩხენკელი;

2. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/226; 20.09.2018) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე - სალომე სამადაშვილი;
პასუხისმგებელი: ელენე ჭეიშვილი;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/249; 13.09.2018) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
პასუხისმგებელი: გიორგი კაჭარავა, ელენე ჭეიშვილი;

განსახილველი საკითხი

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირაკლი ბერაიას, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/230; 04.10.2018) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ანრი ოხანაშვილი;
პასუხისმგებელი: მარინა მეტრეველი.