empty

14 თებერვალი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

2018 წლის 14 თებერვალი, 12:00 საათი; 
თბილისი, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

კომიტეტი წამყვანია

1. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე (07-1/16; 15.01.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი - ანა ნაცვლიშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ჩხენკელი;

კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა

2. საქართველოს პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშის და გენადი მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/116; 21.12.2017);
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - მარიამ ჯაში და გენადი მარგველაშვილი;
პასუხისმგებელი: ელენე ჭეიშვილი;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/157; 15.12.2017);
მომხსენებლები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - ზაზა სოფრომაძე და თამილა ბარკალაია;
პასუხისმგებელი: მარინა მეტრეველი;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილება“ (07-2/160; 22.12.2017);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე;

5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/159; 22.12.2017);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე;

6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ (07-2/164;16.01.2018);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - გალაქტიონ ბუაძე;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე, ირინე ცუხიშვილი.