empty

16 სექტემბერი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 16 სექტემბერი, 12:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

კენჭსაყრელი საკითხი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/244; 15.11.2018) კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/333; 01.05.2019) კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

განსახილველი საკითხები

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/307; 06.02.2019) II მოსმენა, კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძისა და გრიგოლ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/374; 19.06.2019) I მოსმენა, კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - სულხან მახათაძე და გრიგოლ მიქელაძე;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/361; 05.06.2019) I მოსმენა, კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე;
პასუხისმგებელი: გიორგი ესაკია;

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/327; 02.04.2019) I მოსმენა, კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი - მაია ზავრაშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

საკანონმდებლო წინადადება

7. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (21155; 31.12.2018) კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე - დავით აბულაძე;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.