empty

19 ივნისი


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

2017 წლის 19 ივნისი, 13:30 საათი
თბილისი, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/87; 01.06.2017) - კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირმა ქავთარაძე;
პასუხისმგებელი: ირინა ჩხენკელი, ვაჟა ქარუმიძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/84; 01.06.2017) - კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო  ინტეგრაციის კომიტეტებთან ერთად;

მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - შალვა თადუმაძე;
პასუხისმგებელი: ირინა ჩხენკელი, მარინა მეტრეველი;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების, გრიგოლ ლილუაშვილისა და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/55; 11.05.2017) III მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გრიგოლ ლილუაშვილი და ივლიანე წულაია;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.