empty

4 მაისი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

ქ. ქუთაისი, 4 მაისი, 11:00 საათი
სხდომათა დარბაზი N301

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

კომიტეტი წამყვანია

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/58; 05.04.2017);
III მოსმენა (პლენარულ სხდომაზე II მოსმენით მიღების შემთხვევაში);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე;
პასუხისმგებელი: გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/62; 13.04.2017);
II მოსმენა, (პლენარულ სხდომაზე I მოსმენით მიღების შემთხვევაში);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე;
პასუხისმგებელი: ა. კუტალაძე.