დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

10 ივლისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კოლეგებს მიმართა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლო სამი დღის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექეტი დაჩქარებული წესით არის შემოსული, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ყველა მხარესთან კონსულტაცია. ჩვენ იურისტთა ასოციაციის წერილს გავეცანით. ასევე, გავეცანით ოპერატორების ერთობლივ მომართვას და ერთ-ერთ მათგანთან შეხვედრა გვქონდა. სამი დღის განმავლობაში იყო ინტენსიური კომუნიკაცია თავად მარეგულირებელთან და ახლა აქ შეკითხვებით შეგვიძლია მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებისათვის არის საჭირო“.

კანონპროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გამოიტანა განსახილველად.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კომისიას მიენიჭება სპეციალური, დამატებითი უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია შეძლებს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და უფრო ეფექტური გახდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირება. მომხსენებლის განმარტებით, შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე, ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს სანქციები: გაფრთხილება; ჯარიმა - არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით; დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმა - არანაკლებ 9 000 და არაუმეტეს 90 000 ლარის ოდენობით; დარღვევის კვლავ აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - ჯარიმა არანაკლებ 27 000 და არაუმეტეს 270 000 ლარის ოდენობით და ბოლოს ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია ავტორიზებული პირის პირველად დაჯარიმების შემდეგ. ანუ ისე, რომ არ დაელოდოს შემდეგ ჯარიმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. კერძოდ, ავტორიზებულ პირებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად ყოველთვის ეძლევათ გონივრული ვადა და ის დამოკიდებულია შესასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე.

მომხსენებლის თქმით, ცვლილებების პაკეტი არ მოიცავს სანქციის ახალ სახეს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას სანქციების დაკისრება ისედაც შეუძლია.

შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. უბრალოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს მხოლოდ ზოგადად ინსტიტუტს და არ შეიცავს მისი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს, ვინაიდან იგი დათქმას აკეთებს სპეციალურ კანონმდებლობაზე, სადაც უნდა გაიწეროს ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენების დეტალები. სწორედ ამ კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად“.

კახა ბექაურის განცხადებით, კომისიისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების ამ მექანიზმის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ დგება მთელი საკომუნიკაციო ბაზარი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება დაიცავს ბაზარს.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციის, საკომუნიკაციო და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. საკითხის განხილვისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები.

ხანგრძლივი განხილვისა და კამათის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე საჭიროა მეტი კომუნიკაცია დაინტერესებული მხარეების ფართო შემადგენლობით. სხდომაზე გადაწყდა, რომ შაბათს კომიტეტში ფართო შემადგენლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც აღნიშნული ცვლილებების თაობაზე უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება და ამის შემდეგ ხელახლა გამოვა კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად.

სხდომაზე კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

სწორედ ამას ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ანდა დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ანდა დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმება.

პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტების პაკეტი. მან სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური მეწარმეობა არსებითად გულისხმობს კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას, როდესაც საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტა არის არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ დაინტერესებული საზოგადოების, საჯარო ადმინისტრაციისა და ბიზნესის ზრუნვის საგანი. აღნიშნული გარემო კი ხელს უწყობს სოციალური სოლიდარობისა და პარტნიორობის განვითარებას, ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ყველა დანარჩენ დეტალებს და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგიას კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიმუშავებს მთავრობა.

პარლამენტის წევრმა რომან კაკულიამ მეორე მოსმენით წარმოადგინა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი კანონპროექტები.

კანონპროეტი მიზნად ისახავს კონკურენციის სააგენტოს რეფორმას და ქვეყანაში კონკურენტული გარემოს მოწესრიგებას.

მომხსენებელმა მუხლობრივად წარმოადგინა პირველი მოსმენის შემდეგ დოკუმენტში განხორციელებული ცვლილებები. უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

განხილული საკითხების კენჭისყრა არ გამართულა არასაკმარისი კვორუმის გამო.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 10 ივლისი