დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

16 ივლისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი II მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მუხლობრივად წარმოადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პირველი მოსმენისას კომიტეტში გამოთქმული იყო შენიშვნები, რაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ ვერსიაში.

წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი მარეგულირებელ კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ანდა 5% ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 % და მეტი წილის გასხვისების, ანდა მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც.

მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

წარმოდგენილი კანონპროექტი არ გავრცელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის კანონით გათვალისწინებულ განცალკევების რეგულაციებზე.

სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებლის თქმით, „პირველ მოსმენამდე კანონპროეტთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნების და შესწორებების ნაწილის ასახვა მოესწრო პირველი მოსმენით განხილვამდე, დღეს, მეორე მოსმენით წარმოდგენილ პროექტში ასახულია პირველი მოსმენისას და მანამდეც გამოთქმული ყველა შენიშვნა“.

მომხსენებელმა ისაუბრა საბოლოო ვარიანტში შესული ძირითადი ჩასწორებების შესახებ, კერძოდ, კონცენტრაციის საკითხის გარდა, რომელიც აქტივების წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ შეთანხმებას გულისხმობს. ასევე, სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგულისხმებოდა დროებითი მმართველის მექანიზმის ჩართვა, აქაც ხუთიდან სამი სპეციფიური ვალდებულება ამოღებულია და საბოლოო ვარიანტში დარჩა 2 სპეციფიური ვალდებულებისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის მექანიზმის გამოყენება და ესეც ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მექანიზმის შესაბამისად.

ამდენად, დროებითი მმართველის მექანიზმი საბოლოო ვერსიაში წარმოდგენილია შემდეგნაირად, რომ კონცენტრაციის საკითხებზე და 2 სპეციფიკური ვალდებულების - თავისუფალი დაშვების და სატარიფო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩაირთოს, ისიც, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სანქციების შემდეგ.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობდნენ ბიზნესის ასოციაციის და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი