დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

16 ივლისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტები, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარმოადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სხდომაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით პროექტში მეორე მოსმენის შემდეგ მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა და კანონის მე-16 პუნქტში დაემატა ჩანაწერი - კომისია უფლებამოსილი იქნება ხელახლა დანიშნოს მმართველი.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი ორივე კანონპროექტს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი