დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

19 მარტი 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულმა სამშენებლო ბუმმა და გამოვლენილმა საკანონმდებლო ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გაცემის სფერო რეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან ნათლად არ მიჯნავს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აქვე განმარტა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მოძველებულია ტერმინოლოგია და წარმოდგენილმა კანონპროეტმა ამ მიმართულებითაც უნდა განახორციელოს რეფორმა.

მომხსენებლის თქმით, საამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მან განსაკუთრებით შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის ტექნიკური ნორმირების საკითხებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კანონპროექტი სწორედ ამ ნაკლოვანებების დაძლევას და დეფიციტების შევსებას ითვალისწინებს. იქვე კეთდება დათქმა, რომ კოდექსი არ აწესრიგებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არქიტექტორისა და ინჟინერ-კონსტრუქტორის სერტიფიცირების, სოციალური საცხოვრისის და სხვა მსგავს საკითხებს.

წარმოდგენილ დოკუმენტს თან ახლავს 31 გამომდინარე კანონპროექტი, რომლებიც მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო. მინისტრის მოადგილემ უპასუხა დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დადებითად შეაფასა ის ხუთთვიანი მუშაობა, როდესაც კომიტეტი სხვადასხვა სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილავდა აღნიშნულ საკითხს. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომლებიც დახვეწას და სრულყოფას საჭიროებს. ამიტომ მან შესთავაზა კოლეგებს, რომ კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას მუდმივმოქმედი საბჭო, „ჩვენ ჩვენი ყურადღების ფოკუსში მოვაქციეთ ყველა ის საკითხი, რომლებზე კონცენტრირებაც არის შემდგომში საჭირო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სრულყოფილებას მივაღწიეთ, ამიტომ კომიტეტთან შევქმნით მუდმივმოქმედ სამუშაო კომისიას, სადაც გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომ გაუმჯობესებას და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანისა და კახაბერ კუჭავას საკანონმდებლო ინიციატივა -„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

კახაბერ კუჭავას განმარტებით, კანონპროექტის ინიცირება, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში არსებულმა მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია.

„გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული ქაოსური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ისეთი რეგულაციების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას და განტვირთვას“, - განაცხადა მან.

პროექტით ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლში, რომლებიც ითვალისწინებენ თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში. პროექტის მიხედვით განისაზღვრება მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე ნებართვის გაცემის პირობები და წესი, ნებართვის მოქმედების ვადა, ფასი და მისი გადახდის წესი. ასევე დარეგულირდება ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერებების და სხვა საკითხები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 19 მარტი