დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

09 ოქტომბერი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა განსახილველად. 

მომხსენებელმა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანას ამ პარამეტრების შეცვლა მოუწია. „დღეს არსებული პროგნოზით მიმდინარე წელს ეკონომიკური შემცირება იქნება 4,9%. თუმცა, მომდევნო წლიდან, დღეს არსებული საბაზისო მაჩვენებლის მიხედვით მოსალოდნელია, რომ დავუბრუნდებით 5%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ასევე მომდევნო 2022-24 წლების განმავლობაში საშუალო ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებულია საბაზისო სცენარისთვის 5%-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ეკონომიკაში და ვირუსიდან გამომდინარე არსებული გაურკვევლობების გათვალისწინებით შესაძლებელია უფრო მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები მივიღოთ. ასევე არსებობს უარესი სცენარის რისკებიც, ასე, რომ ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სცენარის მიმართულებით და სწორედ ამ სცენარების მიხედვით იქნება გადამუშავებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაც“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, მომხსენებლის თქმით, 2020 წლის ბოლოსკენ მოსალოდნელია რომ ინფლაციის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-იან ნიშნულს, ხოლო მომდევნო წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს და შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. წარმოდგენილი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12 200,0 მლნ ლარს, რაც 105,0 მლნ ლარით ნაკლებია 2020 წლის პირველად პროგნოზთან შედარებით.

მომხსნებელმა ისაუბრა მნიშვნელოვან მიმართულებებზე - საბიუჯეტო დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობის თაობაზე. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ვალის შემცირების ტენდენცია რაც საბოლოო ჯამში ეტაპობრივად შემცირდება სამწლიან პერიოდში. 

გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე, ბიუჯეტის გადასახდელებსა (ასიგნებები) და კაპიტალურ ხარჯებზე. 

მან უწყებების მიხედვით დეტალურად ისაუბრა ასიგნებების მოცულობისა და ხარჯვითი ნაწილის მონაცემების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ ასევე წარმოადგინა მომდევნო სამი წლის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, 2021-2024 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები (როგორც საბაზო, ასევე ოპტიმიტური და პესიმისტური სცენარები). მომხსენებლის თქმით, ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, რომლის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში. ასევე გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შედგომი განხილვების შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდება კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის წარედგინება.

მას შემდეგ, რაც მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს, კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილ ვერსიას იმ დათქმით, რომ გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებული იქნება სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, 2020 წლის 9 ოქტომბერი