დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დასაქმების პრობლემებზე მსჯელობდნენ

06 მარტი 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დასაქმების პრობლემებზე მსჯელობდნენ

დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მომხსენებელმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ არსებული მდგომარეობის მიმოხილვისას აღნიშნა, რომ საქართველოში უმუშევრობა სტრუქტურული ხასიათისაა, რაც გამოწვეულია შრომის ბაზარზე მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და არსებული მდგომარეობის, ანუ მიწოდების შეუსაბამობაში. მისი ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებია იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც უმაღლეს განათლებას მოითხოვს. დასაქმების დიდი წილი მოდის სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სექტორზე, სადაც მოთხოვნა სპეციალურ პროფესიულ განათლებაზეა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნის დასაქმების პოლიტიკის ორ ძირითად მიმართულებაზე - აქტიურ და პასიურ პოლიტიკაზე, რაც ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების პროგრამების შექმნას, დასაქმების წახალისებას, სტარტაპების წახალისებას, უმუშევრობის დაზღვევას და სხვა. წარმოადგინა დასაქმების აქტიური და პასიური ინსტრუმენტების შექმნის მსოფლიო გამოცდილება და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. მან ისაუბრა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მთავარ გამოწვევებზე და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა, რომ „ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყანაშიც ერთ-ერთ უპირველეს გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილების შექმნა, შრომის უსაფრთხოების საკითხები, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებების დაცვის საკითხები. ასევე პრობლემაა ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული სხვაობა, ეს განათლების პოლიტიკის ნაწილია და ამაზეც უნდა ვიფიქროთ, განსაკუთრებით დუალური განათლების დანერგვაზე, რომ მოსახლეობამ ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დასაქმდეს“.

გიორგი ბეგაძის თქმით, კომიტეტი ამ მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს მუშაობას და რეკომენდაციებს ჩამოაყალიბებს, რომელსაც შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდის.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დასაქმების პრობლემებზე მსჯელობდნენ , 2018 წლის 6 მარტი

  • DSC_5686.JPG